მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია - პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის
მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია - პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა ტყის გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის, –  ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ განაცხადა.

მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, საუკუნეებია, ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს.

„სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი ზუსტად რა კანონზეა საუბარი. უფრო კარგად ვიცი სიტუაცია წალკაში, სადაც არის 40 სოფელი და ყველა სოფელში არის ქართული ტაძარი ან ნატაძრალი, სადაც ახლა ეთნიკური დასახლებებია, მით უმეტეს, საზღვარზე სულ არის ციხე-სიმაგრეები და მონასტრები. მარტვილის მონასტერი მერვე საუკუნიდან არსებობს და საუკუნეები ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსევები დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის. პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესია რამეში გამოიყენებს ხე-ტყეს, მაგრამ ეს ასე არ არის. თბილისი მთაწმინდის გარეშე არ არსებობს, მცხეთა – სვეტიცხოვლის, ქუთაისი – გელათისა და ბაგრატის და ეს ადგილებია ზუსტად იმ ლამაზ ტერიტორიებზე. ეს სულაც არ არის პრივილეგია, ეს ღვაწლია ეკლესიის, საუკუნეები რომ იცავდნენ ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.