მისურის შტატში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა კანონით აიკრძალა
მისურის შტატში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა კანონით აიკრძალა

აშშ-ში, მისურის შტატში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა კანონით აიკრძალა. ახალი დადგენილებით, აბორტის გაკეთება ორსულობის მერვე კვირის შემდეგ შეუძლებელი იქნება.

გადაწყვეტილებას უკმაყოფილება და საპროტესტო აქცია მოჰყვა სენტ-ლუისში.

„ჩემი სხეული ჩემი არჩევანია“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ორი დღით ადრე ანალოგიური კანონი მიიღეს ლუიზიანას შტატშიც. ამ შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტის მაქსიმალურ ვადად ექვსი კვირა განისაზღვრა, ანუ პერიოდი, სანამ ნაყოფის გულისცემა დაფიქსირდება.