მისისიპის შტატის სენატორი – მამუკა ბახტაძესთან ნაყოფიერი დიალოგი მქონდა, ახალ თანამდებობაზე ყოველივე კარგს ვუსურვებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისისიპის შტატის სენატორს, როჯერ ვიკერს შეხვდა.
ამერიკელი კანონმდებელი საქართველოს პრემიერ მინისტრთან გამართულ შეხვედრას Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა.
„დღეს შევხვდი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. ჩვენი შეხვედრა გაერო-ში მის გამგზავრებამდე შედგა. ნაყოფიერი დიალოგი გავმართეთ და ახალ თანამდებობაზე მინდა, ყოველივე კარგი ვუსურვო“, – წერს სენატორი ვიკერი.
Today I met with H.E. Mamuka Bakhtadze, the new Prime Minister of Georgia, in advance of his trip to the United Nations. We had a productive conversation and I wish him well in his new position. pic.twitter.com/2enkz9yizD
— Senator Roger Wicker (@SenatorWicker) September 19, 2018