მიშელ პლატინიმ პუტინისგან პაბლო პიკასოს ნახატის ჩუქება უარყო
მიშელ პლატინიმ პუტინისგან პაბლო პიკასოს ნახატის ჩუქება უარყო

უეფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს რუსეთის პრეზიდენტისგან საჩუქრად პაბლო პიკასოს ნახატი მიიღო. სანაცვლოდ, ფრანგმა ჩინოვნიკმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევისას რუსეთის სასარგებლოდ მისცა ხმა.

„ფრანგული პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ მე მქონდა პიკასოს ნახატი. ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, თითქოს ის პუტინისგან მივიღე – ამის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო სამსახურებმა გაავრცელეს. ისინი ჩემთან ეძებდნენ ნახატს და ეს, უბრალოდ, დაუჯერებელია. ეს სრული მონაჩმახი იყო“, – განაცხადა 64 წლის პლატინიმ France 24-თან კომენტარში.

2015 წელს, ფიფა-ს ეთიკის კომიტეტმა კორუფციის გამო, ფეხბურთს მიშელ პლატინი რვა წლით ჩამოაშორა.

დღეს, ფრანგს პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი უჭირავს.