მიშელ პლატინი – VAR-ი კლავს ფეხბურთს, როგორც ტექნოლოგიებმა მოკლეს ველოსპორტი და ფორმულა 1

00:48, 30.08.2018

უეფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფეხბურთის ვიდეოგამეორებების სისტემა გააკრიტიკა.

VAR-მა ​ფეხბურთს მეტი სამართლიანობა ვერ მოუტანა. ეს ფიფა-ს ჩვევაა – იპოვოს სტატისტიკა, რომელიც მას აწყობს. საუკეთესო შემთხვევაში, ვიდეო რეალურად დაეხმარება იმის განსაზღვრაში, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი ან იყო თუ არა ოფსაიდი, რადგან ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება უბრალო ფაქტებს. სისტემა არ ტოვებს ადგილს ინტერპრეტაციისთვის.

ვინ იცის, შესაძლოა, მომავალში კაპიტნებსა და მეკარეებს ყურსასმენები გაუკეთონ, მწვრთნელებმა მათთან ისაუბრონ და დარიგებები მისცენ. ჩვენ შეიძლება მოვკლათ ფეხბურთი, როგორც ეს მოხდა ველოსპორტსა და ფორმულა 1-ში. ჩვენ უკვე მოვკალით არბიტრები“, – განაცხადა პლატინიმ Sport-თან ინტერვიუში.

მსგავსი