მიშელ პლატინი შემადგენლობების 10 ფეხბურთელამდე შემცირების წინადადებით გამოვიდა #1TVSPORT
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფეხბურთის სანახაობრივი მხარის ამაღლების წინადადებით გამოვიდა.
„შესაძლოა, ჩვენ უნდა მოვაკლოთ სასტარტო შემადგენლობას ერთი ფეხბურთელი და გუნდებმა 10×10-ზე ითამაშონ. 1900 წლიდან მოყოლებული შემადგენლობაში 11 ფეხბურთელია, მაგრამ მაშინ მოთამაშეები ნაკლებს დარბოდნენ, არც ისე ძლიერები და სწრაფები იყვნენ.
შესაძლოა, მოთამაშეების რაოდენობის შემცირება სივრცეებს გაათავისუფლებს. ასეა თუ ისე, ჩემი თაობის ადამიანები ფეხბურთს ისე ხშირად აღარ უყურებენ. ისინი ვერ ხედავენ საკუთარ თავს დღევანდელ თამაშში. დღეს მეტი გადაცემაა, უფრო მეტი პოზიციური პასი. ჩემი თაობის ხალხი შემტევ ფეხბურთს არის მიჩვეული. დღევანდელი ფეხბურთი უკვე აღარ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც ადრე“, – მოჰყავს პლატინის სიტყვები RMC Sport-ს.