მიშელ ობამამ დაიწყო კამპანია, რათა მოქალაქეები არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს
მიშელ ობამამ დაიწყო კამპანია, რათა მოქალაქეები არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს

​ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ კამპანია დაიწყო, რომ ადამიანები არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს. კამპანიის ფარგლებში მიშელ ობამამ პირველი შეხვედრა მხარდამჭერებთან ლას ვეგასში გამართა.

„დამიჯერეთ, რომ მეც იმედგაცრუებული ვარ, აღარ შემიძლია იმ ქაოსისა და ამაზრზენი მოვლენების ატანა, რაც ჩვენს პოლიტიკაში ხდება.

ეს დამღლელია და გულწრფელად გეტყვით, დეპრესიასაც იწვევს“, – განაცხადა მიშელ ობამამ მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.