მიშელ ბარნიე - ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმების პერსპექტივას თევზჭერის უფლებებზე უთანხმოება უქმნის საფრთხეს
მიშელ ბარნიე - ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმების პერსპექტივას თევზჭერის უფლებებზე უთანხმოება უქმნის საფრთხეს

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმების პერსპექტივას თევზჭერის უფლებებზე არსებული უთანხმოება უქმნის საფრთხეს. ამის შესახებ ე.წ. „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ განაცხადა.

მოლაპარაკების მხარეებზე დაყრდნობით, „როიტერი“ წერს, რომ სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მხოლოდ რამდენიმე საათი რჩება. მიშელ ბარნიეს განცხადებით, მოლაპარაკებები გაართულა ორ საკითხზე არსებულმა უთანხმოებამ. კერძოდ, რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი საკუთარი პროდუქციისთვის კონკურენციული უპირატესობის მოსაპოვებლად უარს იტყვის საწარმოო სტანდარტებზე და როგორ იმოქმედებს ევროკავშირი, თუ ბრიტანეთი სამომავლოდ ევროპელ მეთევზეებს საკუთარ სათევზაო წყლებში აღარ შეუშვებს.

სავაჭრო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს, რომ 31 დეკემბრის შემდეგ, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის პროდუქტებით ვაჭრობა ტარიფებისგან და კვოტებისგან თავისუფალი იყოს.