მიშელ ბარნიე - ევროკავშირი მზადაა, ბლოკის დატოვების შემდეგ ბრიტანეთს უპრეცედენტოდ მჭიდრო კავშირი შესთავაზოს
მიშელ ბარნიე - ევროკავშირი მზადაა, ბლოკის დატოვების შემდეგ ბრიტანეთს უპრეცედენტოდ მჭიდრო კავშირი შესთავაზოს

ევროკავშირი მზადაა, ბლოკის დატოვების შემდეგ ბრიტანეთს უპრეცედენტოდ მჭიდრო კავშირი შესთავაზოს, მაგრამ არა საერთო ბაზარი, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ განაცხადა.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს, თუმცა მხარეები შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ. ბარნიეს თქმით, მჭიდრო კავშირები გულისხმობს თანამშრომლობას ეკონომიკური, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით.

„ბრიტანეთის წითელ ხაზებს, ჩვენ სკურპულოზურად ვცემთ პატივს. თავის მხრივ, მათაც უნდა გვცენ პატივი ისეთებს, როგორიც ვართ. საერთო ბაზარი არის საერთო ბაზარი და ის ცალკეულად არ არსებობს“, – აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა.