მიშა მშვილდაძე - დღეს არანაირი მსვლელობები არ გვქონია დაგეგმილი და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე პროვოკაციაზე, რაც შეიძლება მოჰყვეს სპონტანურ ქმედებას
მიშა მშვილდაძე - დღეს არანაირი მსვლელობები არ გვქონია დაგეგმილი და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე პროვოკაციაზე, რაც შეიძლება მოჰყვეს სპონტანურ ქმედებას

ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი დღეს არანაირი მსვლელობები არსად და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე პროვოკაციაზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ სპონტანურ ქმედებას, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა სპიკერმა, მიშა მშვილდაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მიშა მშვილდაძის თქმით, აქციაზე მყოფებს აქვთ საშუალება, რუსთაველზე ტრიბუნა გამოიყენონ და ყველა მსურველმა საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსიროს.

„პირველი და მთავარი ამოცანა, რაც დღეს გვქონდა და ჩვენ ეს შევასრულეთ არის ის, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია უნდა ჩაგვეტარებინა და ჩვენ ეს გავაკეთეთ.

​ყველა ჩვენი ქმედება საერთო სულისკვეთებისკენ უნდა იყოს მიმართული – მშვიდობიანი და მშვიდი.

ამის პარალელურად ყველას აქვს შესაძლებლობა, თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ აქციის ორგანიზატორების სახელით ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი დღეს არანაირი მსვლელობები არსად და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე პროვოკაციაზე, რაც შეიძლება მოყვეს ნებისმიერ სპონტანურ ქმედებას, რომელსაც ჩავიდენთ აქ. ამიტომ, ერთი მხრივ, თავი არავინ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ თითოეულ ჩვენს ნაბიჯს პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი საპროტესტო მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გადაინაცვლებენ.