მირზა სუბელიანის საქმეზე პროკურატურაში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა დასრულდა
მირზა სუბელიანის საქმეზე პროკურატურაში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა დასრულდა

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მთავარ პროკურატურაში დავით ცუხიშვილი გამოკითხეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დავით ხუციშვილმა პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ უკომენტაროდ დატოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ.

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.