მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ
შსს-ში მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი, რომელიც შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება, დააკავეს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველი არხი შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი გამოკითხვაზე იმყოფება. რამდენიმე წუთის წინ მასთან ადვოკატი ინგა ჩალაური მივიდა.
სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე დღეს მესამედ დაიბარეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.