მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე რვა საათზე მეტია იმყოფება
მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე რვა საათზე მეტია იმყოფება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე რვა საათზე მეტია გამოკითხვაზე იმყოფება.

სუბელიანი უწყებაში 14:00 საათისთვის მივიდა, რის შემდეგაც შენობა არ დაუტოვებია. პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებაში დაბარებულია. მირზა სუბელიანი შსს-ში ადვოკატის გარეშე შევიდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.