მირზა სუბელიანი - პირველივე დღიდან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ახლაც მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი საპარლამენტო კომისიაში
მირზა სუბელიანი - პირველივე დღიდან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ახლაც მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი საპარლამენტო კომისიაში

მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდება ჩემთან მიმართებაში, რომ თითქოს მე და ჩემმა ოჯახმა ქვეყანა დავტოვეთ, – ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა განუცხადა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმის მამის განცხადებით, ის მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი საპარლამენტო კომისიაში.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდება ჩემთან მიმართებაში, რომ თითქოს მე და ჩემმა ოჯახმა ქვეყანა დავტოვეთ. პირველივე დღიდან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ახლაც მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი საპარლამენტო კომისიაში“, – აცხადებს მირზა სუბელიანი.