მირზა სუბელიანი - ნაცები ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ თუნდაც ტყუილი თქვას, ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთო
სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო, – ამის შესახებ საუბარია მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერში, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა. პროკურატურის აუდიჩანაწერის თანახმად, ამ განცხადებას მირზა სუბელიანი აკეთებს.
ჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ის ბოლომდე გაწირეს.
„სასამართლო რას გადაწყვეტს? მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია, ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირონ? არ არის ეს სწორი. გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მათთვის, ვინ იზამდა სხვა და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ, შენც და ყველა. გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის. მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე, ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეგ დედ… საქმე. მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ. ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი, რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში. წესით, ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? რადგან სარალიძე აწვებათ. სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. იცი, ძმაო ეს რას ნიშნავს?
ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები, – ტყუილით აგაყირავებთ. მკიდია რა. იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ. ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ. ბიჭო, კუთხეში მიმწყვედეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ. ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან“, – ამბობს ჩანაწერში მირზა სუბელიანი.
ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის დიალოგი შემდეგნაირად გრძელდება:
„ვ.ჯ. – ეგრე არ გამოვა, რა ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გეკადრება.
მ.ს. – სხვა გზა დამიტოვეს? გამომკეტეს აქ და პირობა არ შეასრულეს და დედა… სასამართლოს ველოდებით და რა განაჩენს გამოიტანს, აგერ ნახავ. ბოლომდე უნდათ ჩამძირონ.
ვ.ჯ. – კაი, გაჩერდი ბიჭო, არ არის მასე ცხელ გულზე ხარ, დამშვიდდი დაიოკე ნერვები.
მ.ს. – ბიჭო, გამკეთებელი რომ არ ვარ, შენც ხომ კარგად იცი, პროსტა ძალიან გამამწარეს, მეც ადამიანი ვარ. დამენგრა ოჯახი. დედა მომე… პროსტა, შინაურულად გეუბნები, გაბრაზებულზე ვამბობ, თორემ ამას რომ არ ვიზამ, შენც კარგად იცი. აქ რომ კაცი ჩაჯდება, იმას რა ჭკუა უნდა მოთხოვო. შევიშალე, ძმაო, მარტო ვზივარ სამარტოო საკანში, აღარ შემიძლია, გონკები მაქვს. მაგრა დავიღალე ბო… ვიყო. მივდივარ სადღაც სიღრმეებში და გონკებში. ძმაკაცურად გეუბნები ამას, თორემ, რომ არ გავაკეთებ, იცი შენც.
ვ.ჯ. დამშვიდდი, ვიცი, რომ ამის გამკეთებელი არ ხარ. ხომ გესმის, შენი მოსახდელია და რასაც მოგისჯიან, უნდა მოიხადო, არ გამოვა სხვანაირად“.
პროკურატურის ინფორმაციით, დღეს მათ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი 6 ივლისსაა გაკეთებული.