მირზა სუბელიანი - კალანდიაზე უნდათ გასვლა და დაჭერა, ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა
მირზა სუბელიანი - კალანდიაზე უნდათ გასვლა და დაჭერა, ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა

მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერში, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა, საუბარია კალანდიაზე, რომლის გვარიც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.

მირზა სუბელიანი ამბობს, რომ კალანდიაზე უნდათ გასვლა და ბავშვის დაჭერა.

„ბოლომდე გწირავენ. უკვე ყველაფერზე მიდიან. ბავშვებზე, კალანდიაზე უნდათ გასვლა. ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ, ატყობ რეებს აკეთებენ?! იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიდიან. ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე. უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის რა აზრი აქვს, სად იქნება? დაჭერა უნდათ დაიჭირონ, მაგრამ სწორი იქნება. ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები პროსტა შენ ხომ იცი. ამ ბავშვს პატრონიც აღარ ყავს. არც ჩემებს ჰყავს და არც არავის. ზუსტად ვიცი, უნდათ ჩემი საბოლოოდ განადგურება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო, ხოდა, ასე თუ გააგრძელეს, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს. ერთ რამეს გეტყვი, მე ამ ხელისუფლებას შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ?” – აცხადებს სუბელიანი.

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს მათ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი 6 ივლისსაა გაკეთებული.

დატოვე კომენტარი