„ბაიერნის“ ყოფილი ფორვარდი, ლეგენდარული მიროსლავ კლოზე გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ჰანს-დიტერ კლოზეს მეორე ასისტენტად დაინიშნა. აქამდე, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი „ბაიერნის“ 17-წლამდელთა გუნდს ავაჯიშებდა.
ფლიკის პირველ თანაშემწედ დანიშნულია ჰერმან გერლანდი. ისინი კლოზესთან ერთად მოამზადებენ „ბაიერნს“ ბუნდესლიგის მე-11 ტურისთვის, რომელშიც გუნდი „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.
ფლიკის დებიუტი წარმატებული გამოდგა – „ბაიერნმა“ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მოუგო „ოლიმპიაკოსს“ (2:0) და პლეი ოფში თამაში ორი ტურით ადრე გაინაღდა.
„ბაიერნი“ ბუნდესლიგის 10 ტურის შემდეგ 18 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზეა.