მირიან ნიკოლაძე - ოჯახის პოზიცია არის უცვლელი, პირებს, რომლებიც ისხდნენ „ტოიოტა ქამრიში“, პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა დაეკისროთ
მირიან ნიკოლაძე - ოჯახის პოზიცია არის უცვლელი, პირებს, რომლებიც ისხდნენ „ტოიოტა ქამრიში“, პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა დაეკისროთ

ოჯახის პოზიცია არის უცვლელი, ექვსივე პირს, რომელიც იჯდა „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობი მუხლით, ეს არის კატეგორიული პოზიცია და არ შეიცვლება, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ამ მოთხოვნისთვის დღესვე არსებობს მტკიცებულებები და აუცილებლად დაემატება კიდევ სხვა მტკიცებულებები.

„რაც შეხება ზოგიერთი ბრალდებულის ოჯახის წევრების საქციელს, ჩვენ ამას მიჩვეული ვართ, არათუ მაიკაზე დაჯღაბნილ რაღაც სისულელეებს, არამედ, ტელევიზიები გვიტევენ პირდაპირ დაზარალებულ ოჯახს და ეწევიან მიზანმიმართულ კამპანიას. ასეთ მდარე ტრიუკებს მიჩვეულები ვართ. თუ ვინმეს რამის თქმა უნდა, აგერ არის გამოძიება, მიბრძანდეს, მისცეს ჩვენება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს სიმართლის დადგენაში, ეს იქნება ის, რაც ევალება თითოეულ მოქალაქეს. ყველა ის მასალა და მტკიცებულება, რაც არსებობს და რაც შემდგომში იქნება მოპოვებული, განთავსდება ამ სისხლის სამართლის საქმეში და როდესაც მივა სათანადო კონდიციამდე, რომ უკვე ბრალი შეიძლება წარედგინოთ ამ ბრალდებულებს, ამ მუხლით, ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება. ველოდებით რამდენიმე ექსპერტიზის პასუხს და დამატებით სხვა სახის მტკიცებულებებს. როგორც კი ეს მტკიცებულებები შემოვა, ბუნებრივია, პროკურატურა მაშინ იმსჯელებს ბრალეულობის საკითხის განსასაზღვრად“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დატოვე კომენტარი