მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილის დედ-მამას სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან
მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილის დედ-მამას სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

როგორც ნიკოლაძემ აღნიშნა, შაქარაშვილის დედ-მამას სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

„სახალხო დამცველს შეხვდნენ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მშობლები, დედა და მამა. მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას. მათ ომბუდსმენთან დააფიქსირეს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ, რომ ელოდებიან საბოლოო შედეგებს და საბოლოო პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ. ვგულისხმობ ბრალდებების წარდგენას იმ ადამიანების მიმართ, რომელზეც ცოტა ხნის წინ ოჯახმა გამოხატა პოზიცია. პირველი თხოვნა, რაც ოჯახს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ, ის არის, რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან. ეს იყო დედის და მამის მთავარი მოთხოვნა“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დატოვე კომენტარი