მირიან ხუხუნაიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე 18 დირიჟორს შორის მოხვდა
მირიან ხუხუნაიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე 18 დირიჟორს შორის მოხვდა

ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე 18 დირიჟორს შორის მოხვდა.

დირიჟორი კონკურსზე, რომელიც პარიზში გაიმართება, საფრანგეთის რადიოს ფილარმონიულ ორკესტრს უდირიჟორებს.

რიგით მეოთხე Evgeny Svetlanov International Conducting Competition-ი საფრანგეთის დედაქალაქში 4-დან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

მირიან ხუხუნაიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. მიღებული აქვს მაგისტრის ხარიხი სიმფონიურ დირიჟორობაში, კრაკოვის მუსიკის აკადემიაში.

2012 წლიდან აქტიურად დირიჟორობს სხვადასხვა კოლექტივს, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრსა და გუნდს, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, თბილისის სახელმწიფო ორკესტრს, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტა“, თბილისის სახელმწიფო კონსევატორიის სტუდენტურ ორკესტრს, ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრს, საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელას, ქალაქ გდანსკის მუსიკის აკადემიის გუნდს და სხვა.