მირჩა ჯოანა – დიდად ვაფასებთ საქართველოსთან, ნატო-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორთან თანამშრომლობას
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით „ტვიტერის“ მიკრობლოგში წერს.
„მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრით. განვიხილეთ რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და მისი სტრატეგიული შედეგები. დიდად ვაფასებთ ალიანსის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორთან – საქართველოსთან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას“, – წერს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა.
ნატო-ს გენმდივნის მოადგილესთან შეხვედრა შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართა.
Good to meet with @shpapuashvili Chairman of the Parliament of 🇬🇪.
We discussed #Russia’s brutal and unprovoked invasion of #Ukraine, and its strategic implications.⁰
We greatly value our long-standing cooperation with #Georgia, one of the Alliance’s closest partners. pic.twitter.com/FMVLxMl8YA— Mircea Geoana (@Mircea_Geoana) March 29, 2022