მიქელთაძემ „ნიუკასლ ჯეთსი“ დატოვა - ეს გუნდი მუდამ ჩემს გულში იქნება #1TVSPORT
ბექა მიქელთაძემ ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეთსი“ დატოვა, – ამის შესახებ ქართველმა თავდამსხმელმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მადლობა ყველას, ეს გუნდი მუდამ ჩემს გულში იქნება. წარმატებები „ნიუკასლის ჯეთსს““, – წერს მიქელთაძე.
25 წლის ქართველი ავსტრალიურ კლუბში 2021 წელს ჩაირიცხა. მიქელთაძემ „ნიუკასლ ჯეთსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.
პირველ წელს მიქელთაძე „ჯეთსის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ლიგის მეგოლეებში მეორე ადგილზე გავიდა. მას სეზონის ბოლოს ავსტრალიის ლიგის „ოლ სტარში“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ნაკრებში გამოძახების გამო იქ ასპარეზობაზე უარი თქვა.
სად გააგრძელებს კარიერას მიქელთაძე, ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ წელს მისი თანაგუნდელი ბექა დარცმელია იყო, რომელმაც კლუბი მალევე დატოვა და „საბურთალოში“ ჩაირიცხა.