მიქელთაძე ყაზანში ითამაშებს - პირობები უკვე შეთანხმებულია
მიქელთაძე ყაზანში ითამაშებს - პირობები უკვე შეთანხმებულია
ბექა მიქელთაძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ყაზანის „რუბინთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
 
„კვიპროსიდან წამოსვლის შემდეგ იყო რამდენიმე საინტერესო ვარიანტი. მათ შორის, ისრაელშიც. მაგრამ საბოლოოდ, „რუბინმა“ ყველაზე რეალური და კონკრეტული წინადადებით მომმართა და ყაზანში თამაში ვამჯობინე. კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი შემდგომი გახანგრძლივების პერსპექტივით გავაფორმე“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბექა მიქელთაძე.
შეგახსენებთ, რომ ბექა მიქელთაძე თამაშობდა თბილისის „დინამოში“, „რუსთავში“ და შემდეგ ფამაგუსტის „ანორთოსისში“ გადავიდა, რომელიც მაისში დატოვა. ორიოდე დღის წინ კი „რუბინში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ზურიკო დავითაშვილი დაიმატეს.