ბექა მიქელთაძემ ფამაგუსტის „ანორთოსისი“ დატოვა – 21 წლის თავდამსხმელმა ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.
„კლუბში ხელმძღვანელობა შეიცვალა, მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია მოვიდა და მე წამოსვლა მომიხდა. მართალია, ამის მიზეზები ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ სულაც არ ვნანობ, რადგან ბევრად უკეთესი ვარიანტები გამომიჩნდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მიქელთაძე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანის თქმით, ის ახალ მენეჯერთან თანამშრომლობს: „კვიპროსისდან წამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უპირველესად ის, რომ ახალ მენეჯერთან დავიწყე თანამშრომლობა. მან მოლაპარაკებები სწრაფად წარმათა და მითხრა, რომ ჩემით ოთხი რუსული და სამი ევროპული კლუბია დაინტერესებული. სად ვითამაშებ, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა“.
ბექა მიქელთაძე კვიპროსის „ანორთოსისში“ 2018 წელს „რუსთავიდან“ გადავიდა, თუმცა ის გულშემატკივრებმა თბილისის „დინამოდან“ გაიცნეს, რომლის ფორმითაც 2015-2017 წლებში თამაშობდა, ხოლო 2017 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მოხვდა.