მიქელთაძე და ყიფიანი - „რუბინში“
მიქელთაძე და ყიფიანი - „რუბინში“

ყაზანის „რუბინმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორი ქართველი ფეხბურთელი, ნიკა ყიფიანი და ბექა მიქელთაძე სეზონის დარჩენილ ნაწილს ვოლგოგრადის „როტორში“ გაატარებენ.

„22 წლის ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთტაძე და 23 წლის ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი თავიანთ კარიერას ვოლგოგრადი „როტორში” იჯარის საფუძველზე განაგრძობენ. ხელშეკრულებები გაფორმებულაი 2019/2020 წლების სეზონის ბოლომდე“ – წერია „რუბინის“ ოფიციალურ გვერდზე.

ორივერ ქართველი „რუბინს“ 2019 წლის ზაფხულში შეუერთდნენ. მიქელთაძემ გუნდში ჩაატარა 11 მატჩი, ერთი გოლი გაიტანა, რომელმაც მე-2 ტურში მოსკოვის „დინამოსთან“ ყაზანელებს 3 ქულა მოუტანა.

ნიკა ყიფიანმა „რუბინის“ ფორმით პრემიერლიგის სამი მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემით და გოლით თავი არ გამოუჩენია.

ქართველებსი ახალი გუნდი „როტორი“ რუსეთის რანგით მეორე ლიგის გათამაშების ლიდერი და პრემეირლიგაში გადასვლსი რეალური კანდიდატია.