მიქაუტაძემ სომხეთის ნაკრებთან მეორე მატჩში მეორე დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შედეგიანად დაიწყო და 26-ე წუთისთვის უკვე 4:0-ს იგებდა.

თუმცა 35-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და დუბლი შეასრულა – 5:0.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სომხეთში საქართველომ 3:0 მოიგო. ორმატჩიანი პლეი ოფის გამარჯვებული მომავალ სეზონში ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს.