მიქაუტაძემ „გენტს“ გაუტანა, ქვილითაია ძირითადში იყო
მიქაუტაძემ „გენტს“ გაუტანა, ქვილითაია ძირითადში იყო

ფრანგული „მეციდან“ ბელგიურ „სერენში“ იჯარით გადასულმა გიორგი მიქაუტაძემ საკონტროლო შეხვედრაში „გენტს“ გაუტანა, სადაც ამჯერად ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაიამ ითამაშა.

19 წლის გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში გაიზარდა, ის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. გიორგი 2019 წელს საფრანგეთის ლიგა1-ის „მეცში“ ჩაირიცხა და დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველი ქართველი აღმოჩნდა, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგის გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი გუნდმა ბელგიის პირველ დივიზიონში აღზევებული „სერენში“ იჯარით 30 ივლისს გაუშვა.

გუნდები სეზონისთვის ემზადებიან, მატჩი კი „გენტმა“ 2:1 მოიგო. ანგარიში მიქაუტაძემ გახსნა, მაგრამ მერე „გენტმა“ მეტოქის კარი ორჯერ აიღო და 2:1 მოიგო. გიორგი ქვილითაია „გენტის” ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მცირე ტრავმის შემდეგ მჯობინდა და ვარჯიში განაახლა, თუმცა, ჯერ არ თამაშობს.