მინუს კიდევ ერთი მცველი - საბერძნეთის ნაკრებში ტრავმირებულთა სია გაიზარდა #1TVSPORT
მინუს კიდევ ერთი მცველი - საბერძნეთის ნაკრებში ტრავმირებულთა სია გაიზარდა #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრებს ტრავმების ეპიდემია დაერია. ჯონ ვან სხიპი ბოლო ვარჯიშზე მცველს, კირიაკოს პაპადოპულოსსაც შეელია, – ინფორმაციას ბერძნული გამოცემები ავრცელებენ.

ატრომიტოსის“ მცველი საბერძნეთის ნაკრების მხრივ ვარჯიშზე დაშავდა. კირიაკოს პაპადოპულოსს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ მას მოტეხილობა ჰქონდა და ამიტომ ეროვნული გუნდი დატოვა. გამოცდილი მოთამაშე გამოტოვებს საბერძნეთის მომდევნო ორ თამაშს საქართველოსა და შვედეთთან, ასევე „ატრომიტოსის“ გასვლით მატჩს აეკ-თან.

კირიაკოს პაპადოპულოსი გამოცდილი და მაღალ დონეზე ნათამაშები მცველია. ამაზე 29 წლის მცველის საკლუბო ჩამონათვალიც მეტყველებს – უთამაშია „შალკეში“, „ბაიერში“, „ლაიფციგში“, „ჰამბურგში“.

მომხდარის გამო, საბერძნეთის ნაკრების ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი ვან სხიპი იძულებულია, კირიაკოს პაპადოპულოსის შემცვლელად სხვა ფეხბურთელი გამოიძახოს.

ბერძნებს ამ შეკრებაზე შემტევი ნახევარმცველები – დიმიტრიოს პელკასი („ფენერბახჩე“) და გეორგიოს მასურასი („ოლიმპიაკოსი“) დაუბრუნდნენ, მაგრამ გუნდს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარებიან ცენტრალური ნახევარმცველები – კარლოს ზეკა („კოპენჰაგენი“, ჯვარედინი იოგები დაუწყდა), კონსტანტინოს გალანოპულოსი (ათენის აეკ-ი, მუხლის ოპერაცია გაიკეთა) და დიმიტრიოს კურბელისი („პანათინაიკოსის“ კაპიტანი).