მინსკში სტუდენტების აქცია და „ქალთა მარში“ დაკავებებით დასრულდა
მინსკში სტუდენტების აქცია და „ქალთა მარში“ დაკავებებით დასრულდა

მინსკში სტუდენტების აქცია და „ქალთა მარში“ დაკავებებით დასრულდა. როგორც ბელარუსული გამოცემა „Tut.by” იუწყება, „ქალთა მარშში“, რომელიც დღეს ბელარუსის დედაქალაქში გაიმართა, 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობა დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა.

„რა ღირს სინდისი?“ „სირცხვილია“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. პოლიციამ მომიტინგეებს საავტომობილო გზიდან გადასვლა მოსთხოვა, თუმცა მსვლელობა გაგრძელდა.

დემონსტრანტ ქალებს ხელში თეთრი და წითელი ფერის დროშები ეჭირათ. აქციაზე აფრიალებდნენ სხვა ქვეყნების ეროვნული დროშებსაც.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, მინსკში არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცავებმა სულ მცირე 30 ადამიანი დააკავა. მათ შორის იყო ორი ჟურნალისტი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

დღესვე მინსკში სტუდენტების რამდენიმე აქცია გაიმართა. მიტინგში ბელარუსის ტექნიკური უნივერსიტეტისა, სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლიკვისტიკის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ამ აქციებზეც პოლიციამ სულ მცირე 30 აქტივისტი დააკავა. ამ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ ავრცელებს.

ბელარუსში საპროტესტო აქციების უკვე 28-ე დღეა, არ წყდება. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი