მინსკში შვიდი მეტროსადგური დაკეტეს

21:14, 11.08.2020

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შვიდი მეტროსადგური დაკეტეს. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული რედაქცია ავრცელებს.

ამასთან, ბელარუსის დედაქალაქში აქციის მონაწილეები იკრიბებიან. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მინსკში მობილიზებულია სპეცტექნიკა.

მინსკში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ცესკოს ბოლო მონაცემებით, ხმათა 80,23 პროცენტი მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას კი, ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.

მსგავსი