მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები და მსვლელობები რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ, თუმცა ზუსტი რიცხვი ცნობილი საღამოს გახდება.

მინსკში, ასევე ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება.