მინსკში სამართალდამცველებმა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები დააკავეს
მინსკში სამართალდამცველებმა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები დააკავეს

მინსკში სამართალდამცველებმა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Tut.by ავრცელებს.

უფლებადამცველების ცნობით, დაკავებულია სულ მცირე 70 ადამიანი. დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტები, რომელთა ნაწილი უკვე გაათავისუფლეს.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.

 

დატოვე კომენტარი