მინსკში ქართული კულტურის დღეები გაიმართება
მინსკში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

ბელარუსის დედაქალაქი ქართული კულტურის დღეებს უმასპინძლებს. ფესტივალი „თბილისობა” მინსკში 1-ელ და 2 სექტემბერს ჩატარდება, სადაც ანსამბლ „ერისიონს”, თბილისის ბიგ ბენდსა და მომღერალ ნინო ქათამაძეს ელოდებიან.

ბელარუსებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ქართული კერძები, ნახონ ქართული ფილმები და დაათვალიერონ ქართული სუვენირები.

კულტურის დღეებს ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო უმასპინძლებს.

ფესტივალ „თბილისობას” თბილისის მერი კახი კალაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრებიან და სხვადასხვა შეხვედრებს გამართავენ.