მინსკში, პოლონური ტელევიზია „ბელსატის“ ოფისში ჩხრეკას ატარებენ
მინსკში, პოლონური ტელევიზია „ბელსატის“ ოფისში ჩხრეკას ატარებენ

მინსკში, პოლონური ტელევიზიის „ბელსატის“ ოფისში ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ჩხრეკას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის ვებგვერდზე გავრცელდა.

„ამ წუთებში საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ოფისში ჩხრეკას ატარებენ, თუმცა რა მიზეზით, უცნობია. ჩვენი მინსკის ოფისის კოორდინატორთან დარეკვას ვერ ვახერხებთ“, – აღნიშნულია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.