მინსკში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე ათზე მეტი პირი დააკავეს
მინსკში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე ათზე მეტი პირი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების დაკავების მიზეზი არასანქცირებულ შეკრებაში მონაწილეობაა.

მინსკში „სამართლიანობის მარშის“ მონაწილე ათასობით დემონსტრანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეზიდენციისკენ მიემართება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეზიდენციასთან პოლიციის გაძლიერებული რაზმებია მობილიზებული.

ცენტრალური გამზირი, რომელიც რეზიდენციისკენ მიდის, დილიდან სპეციალური აღჭურვილობით ჩაიკეტა. აღნიშნულ ადგილას შინაგანი ჯარისა და სპეცრაზმის სამხედროები მორიგეობენ.