მედიის ცნობით, მინსკში, მთავრობის სახლთან მობილიზებულმა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების გამოჩენისას ფარები დაუშვეს [ვიდეო]

მინსკში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ.

როგორც ბელარუსული მედია იუწყება, მთავრობის სახლთან მობილიზებულმა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების გამოჩენისას ფარები დაუშვეს.

ამ მოვლენების ამსახველ ვიდეოს tut.by ავრცელებს.

ამასთან, მთავრობის სახლთან სამართალდამცველების რაოდენობა მატულობს. ისინი ორ რიგად ეწყობიან. თუმცა, აქცია ამ ეტპაზე მშვიდობიანად გრძელდება.

„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს კორესპონდენტი მინსკიდან იუწყება, რომ დედაქალაქში მსვლელობის მონაწილეთა სიახლოვეს პოლიცია არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, მინსკში მსვლელობას „მინსკის ტრაქტორის ქარხნისა“ და სხვა საწარმოების გაფიცული თანამშორმლები და მათი მხარდამჭერები მართავენ.