მინსკში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავს მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ
მინსკში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავს მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავს, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ.

საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანია შეკრებილი.

აღლუმში დახლოებით სამი ათასი სამხედრო, 150 ტანკი და 40 ვერტმფრენი მონაწილეობს.

ბელარუსის ლიდერმა, რამდენიმე დღის წინ იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად ბევრი ადამიანი მივიდოდა. ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებდა, რომ ეს ხალხის ჯანმრთელობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. ლუკაშენკომ ასევე იმედი გამოთქვა, რომ აღლუმს კორონავირუსით განკურნებული ადამიანებიც დაესწრებიან, რადგან ესეც გამარჯვებაა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბელარუსში კორონავირუსის 22 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 121 ადამიანი.