მინსკში ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი დააკავეს
ბელარუსის ნაკრებისა და „ბატეს“ თავდამსხმელი ანტონ საროკა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.
ფეხბურთელი 11 აგვისტოს გაქრა და მას ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ. დღეს, 13 აგვისტოს კი გაირკვა, რომ ანტონ საროკა დაკავებულია და მას ერთკვირიანი პატიმრობა ემუქრება, – იუწყება ბელარუსული გამოცემა Tribuna.com.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი, სწორედ ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ უნდა გამართოს.
Нападающий БАТЭ Антон Сарока перестал выходить на связь с вечера 11 августа, всю среду его пытались разыскать. https://t.co/DeWUbmt57t
— Новости Беларуси (@belnovosti2020) August 13, 2020