მინსკში ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის აფეთქებისას გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 10-მდე ადამიანი 
მინსკში ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის აფეთქებისას გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 10-მდე ადამიანი 

მინსკში ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის დროს აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 10-მდე ადამიანი.

როგორც მოგვიანებით ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინციდენტის ერთ-ერთი მიზეზი უხარისხო პიროტექნიკა გახდა. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ ფოიერვერკის დანადგარები რუსული კომპანია „პირო-როსისგან“ შეიძინეს.

ბელარუსის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ფოერიევერკების გაშვება მინსკში რამდენიმე ადგილიდან განხორციელდა.

მალევე სოციალურ ქსელების მომხმარებლებმა დაწერეს, რომ პიროტექნიკა ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფეთქდებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად რამდენიმე შენობაში მინები ჩაიმსხვრა.

დატოვე კომენტარი