მინსკში აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს

16:41, 04.10.2020

მინსკში საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბელარუსის დედაქალაქში დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკო საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

ქვეყანაში პროტესტის ტალღა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება.

„როიტერი“ წერს, რომ დაკავებულია სულ მცირე ათი დემონსტრანტი.

მსგავსი