მინსკში აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა
მინსკში აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინსკში აქციებზე დაკავებული მოქალაქეების რიცხვი 140-მდე გაიზარდა.

როგორც უწყების პრესმდივანმა, ოლგა ჩემოდანოვამ აღნიშნა, მონაცემები საბოლოო არ არის და სამინისტრო დაკავებულების სრულ სიას დილით გაასაჯაროვებს. დაკავებულებს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობას ედავებიან.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 22 დღეა, გრძელდება. დემონსტრაციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებასა და მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.