მინსკში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
მინსკში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ მინსკში სტუდენტების დემონსტრაციაზე ხუთი ადამიანი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უფლებადამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველებმა რამდენიმე სტუდენტი უნივერსიტეტის შენობაში დააკავეს.

მინსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციას უკვე რამდენიმე დღეა, მართავენ.

ამასთან, გუშინ საღამოს რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შეიკრიბა მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე. აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ქტივისტი დააკავეს.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს შემდეგ იმართება. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80 პროცენტით გამარჯვებულად კვლავ მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.