მინსკში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა
მინსკში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა

მინსკში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ანტისამთავრობო აქციაზე მინსკში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.

პარალელურად, ბელარუსში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს შემდეგ იმართება. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80 პროცენტით გამარჯვებულად კვლავ მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.

დატოვე კომენტარი