მინსკის სასამართლომ ერთ-ერთი პოლონური ტელეკომპანიის ორ ჟურნალისტს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მინსკის სასამართლომ ერთ-ერთი პოლონური ტელეკომპანიის ორ ჟურნალისტს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მინსკის სასამართლომ პოლონური ტელეკომპანია „ბელსატის“ ორ ჟურნალისტს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კატერინა ბახვალოვას და დარია ჩულცოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით წაუყენეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის ქმედებების ორგანიზებას ან ამ ქმედებებში მონაწილეობას გულისხმობს.

ორივე ჟურნალისტი ორ წელს საერთო რეჟიმის კოლონიაში გაატარებს.

მანამდე სასამართლომ ასევე შეისწავლა ჟურნალისტების მიმართ წაყენებული კიდევ ერთი ბრალდება, რომლიც მიხედვითაც, მათმა რეპორტაჟმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება გამოიწვია. ამ საქმეზე რეპორტიორებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ, რაც ბრალდებულების ნათესავებმა დაფარეს და საქმე დაიხურა.

ბელსატის“ ჟურნალისტები 15 ნოემბერს დააკავეს, როდესაც ისინი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაღუპული მოქალაქის, რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაციიდან რეპორტაჟს ამზადებდნენ.

უფლებადამცველებმა ორივე ჟურნალისტი პოლიტპატიმრად აღიარეს.

დატოვე კომენტარი