მინსკის პოლიციამ ათობით ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავა
მინსკის პოლიციამ ათობით ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავა

მინსკის პოლიციამ ბელარუსის თავისუფლების დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ათობით ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავა.

მინსკში აღნიშნავდნენ დღეს, როდესაც 1918 წელს ბელარუსი რუსეთის იმპერიას გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სანამ საბჭოთა კავშირს შეუერთდებოდა. ამ დღეს ყოველწლიურად იკრიბებიან ოპოზიციური პარტიები.

წელს ხელისუფლებამ ოპონენტებს უფლება მისცა, ოპერის თეატრის სიახლოვეს პარკში შეკრებილიყვნენ. აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა.

მოშორებით მყოფმა კიდევ ერთმა ჯგუფმა კი ამ შეკრების ადგილას შეჭრა მოინდომა, თუმცა ისინი მალევე დააკავეს.

ბელარუსის მედიის ცნობით, პოლიციამ დაახლოებით 100 ადამიანი დააპატიმრა.