საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა. ნიკოლა დე ბულან დე ლაკოსტს ქვეყნის დატოვება მინსკმა მოსთხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსმა საკუთარი ელჩი გამოიწვია საფრანგეთიდანაც.
საფრანგეთი ბელარუსიდან ელჩის გამოძევების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატმა ოთხშაბათს აკრძალული არასამთავრობო ორგანიზაციის, „გავარი პრავდუს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. მათ შორის ორგანიზაციის ე.წ. ლიდერს, ანდრეი დმიტრიევს, რომელიც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი იყო.