მინსკის ფორმატის საკონტაქტო ჯგუფმა ტყვეების გაცვლის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია
მინსკის ფორმატის საკონტაქტო ჯგუფმა ტყვეების გაცვლის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია

მინსკის ფორმატის საკონტაქტო ჯგუფმა ტყვეების გაცვლის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგმოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ტყვეების გაცვლას პრინციპით „ყველა ყველაზე“, იმის მიუხედავად თუ რის გამო არიან ტყვეობაში მყოფი ადამიანები დაკავებული.

2017 წლის 27 დეკემბერს დონბასში შეხების ხაზზე გორლოვკის რაიონში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობის ტყვეების გაცვლა მოხდა.

უკრაინის ხელისუფლებამ სეპარატისტებს 233 ადამიანი გადასცა, კიევში კი 73 დაბრუნდა. მხარეებმა მაშინ აღნიშნეს, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი დასრულებული არ იყო და პროცესი 2018 წელს გაგრძელდებოდა.