მინსკის არენაზე „საბავშვო ევროვიზია 2018“-ის გახსნის ცერემონიის რეპეტიცია მიმდინარეობს [ვიდეო]

18:59, 23.11.2018

ბელარუსში მინსკის არენაზე „საბავშვო ევროვიზია 2018“-ის გახსნის ცერემონიის რეპეტიცია მიმდინარეობს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

გახსნის ცერემონიაში სხვა კონკურსანტებთან ერთად, ქართველი მონაწილე თამარ ედილაშვილი მონაწილეობს. სცენაზე ის საქართველოს დროშას გამოიტანს.

კონცეფციის მიხედვით, „საბავშვო ევროვიზია 2018“-ის სცენაზე კოსმოსური ხომალდია აგებული ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დაგეგმილია რამდენიმე ფლეშმობი ბელარუსი მოცეკვავეებისა და მომღერლების შესრულებით.

https://youtu.be/TdQZ8AR8CIk

მსგავსი