მინო რაიოლა – იტალიურმა ფედერაციამ კრიტიკა არ მაპატია
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა თავის მიკრობლოგში ფიფასა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის სამი თვე ვერ შეძლებს თავისი მრავალრიცხოვანი კლიენტების საქმეების მართვას.
„სამწუხაროდ, „იტალიური აკრძალვა“ ჩემთვის არ არის სიურპრიზი. ჩემი პირადი შეშფოთება მდგომარეობს იმაში, ამ გადაწყვეტილებაში ჭარბობს პოლიტიკური ნება და ნაკლებად არის გათვალისწინებული კანონი. ჩემი ვარაუდით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არ მაპატია ჩემი კრიტიკული შენიშვნები იტალიური ფეხბურთის კატასტროფულ მდგომარეობაზე, აგრეთვე ამ ორგანიზაციის როლზე ბოლო რასისტულ სკანდალში“, – განაცხადა რაიოლამ.
ოფიციალური ვერსიით, რაიოლას სამთვიანი დისკვალფიკაცია, „სასუოლოს“ ფორვარდის ჯანლუკა სკამაკის ჰოლანდიურ „ცვოლეში“ გადასვლის დროს, პროცედურის დარღვევას უკავშირდება.