Geo Team – გიორგი არაბიძემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი არაბიძემ დატოვა – ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ამბავი, რომელიც Geo Team-მა გაავრცელა, მოულოდნელი აღმოჩნდა ქუთაისის „ტოროპედოს“ ქომაგებისთვის, რადგან 28 წლის შემტევი ნახევარმცველი გუნდის და მთლიანად ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია – არაბიძემ 28 შეხვედრაში 21 საგოლე მოქმედება შეასრულა (8 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა).
არაბიძე პირველად ქუთაისის „ტორპედოში“ 2022-24 წლებში გამოდიოდა. შემდეგ სამხრეთ კორეაში „ულსან ჰიუნდაის“ ღირსებას იცავდა, საიდანაც 2026 წელს ისევ „ტორპედოში“ დაბრუნდა.
ეროვნულ ლიგაში გამართული 30 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ მე-7 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, ევროტურნირების საგზურის მოპოვების თეორიული შანსი დარჩა.